رسالة جامعية

პრობლემური ქცევისადმი მოწყვლადობის ფსიქოსოციალური ფაქტორები ქართველ მოზარდებში

التفاصيل البيبلوغرافية
العنوان: პრობლემური ქცევისადმი მოწყვლადობის ფსიქოსოციალური ფაქტორები ქართველ მოზარდებში
المؤلفون: ბანძელაძე, თინათინი
المساهمون: არუთინოვა, ლუიზა, ბრინი, პაბლო ესპინოსა, #PLACEHOLDER_PARENT_METADATA_VALUE#, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
سنة النشر: 2022
مصطلحات موضوعية: არასრულწლოვანთა დელიკვენტობა, მოზარდობა, პრობლემური ქცევა, თვითრეგულაცია, მორალური გამოთიშულობა, თანატოლთა ზეგავლენა, მშობელთა მიერ ქცევის მონიტორინგი, Juvenile Delinquency, Adolescence, Problem Behavior, Self-Regulation, Moral- Disengagement, Peer Pressure, Parental Control
الوصف: კვლევის მიზანია მოზარდთა პრობლემური ქცევის კულტურულად რელევანტური ფსიქოსოციალური ფაქტორების შესწავლა. კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია, დუალისტური სისტემების მოდელი და მოზარდთა პრობლემური ქცევის თეორია, რომელიც სხვა მოდელებისაგან გამოირჩევა ქცევის მულტისისტემური ფაქტორების ინტეგრირებულობით. პრობლემური ქცევის თეორია განსაზღვრავს კვლევაში ჩართულ სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ კონსტრუქტებს (მშობლების და თანატოლების ქცევის მოდელები და ქცევის აღქმული კონტროლი/მონიტორინგი), სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორიის საფუძველზე კი განისაზღვრა პიროვნების აქტორობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური დონის მედიაციური ცვლადები - თვითეფექტურობის რწმენები, თვითრეგულაცია და მორალური გამოთიშულობა. კვლევის მთავარი კონსტრუქტია მოზარდთა პრობლემური ქცევა, რომელიც განისაზღვრება, როგორც სოციალური ანდა ლეგალური ნორმებისაგან გადახრა (დევიაცია). ნაშრომი წარმოდგენილია რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სახით. რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე შეფასებულ იქნა გარემოს და ინდივიდუალური დონის ცვლადების კავშირის მიმართულება და ინტენსივობა, თვისებრივი კვლევა კი გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე გამოვლენილ ცვლადთა ურთიერთკავშირის ინტერპრეტაციისთვის. რაოდენობრივ კვლევაში მონაწილეობდა კანონთან კონფლიქტში მყოფი და მსგავსი გამოცდილების არმქონე 14-დან 18 წლამდე 150 მოზარდი. მონაცემები შეგროვდა „მოზარდთა ჯანმრთელობისა და განვითარების თვითანგარიშის კითხვარის“ (Jessor, 2002), „ბავშვთა და მოზარდთა თვითეფექტურობის სკალის“ (Bandura et al., 1996), „მორალური გამოთიშვის კითხვარისა“ (Bandura et al., 1996) და „მოზარდთა თვითრეგულაციის კითხვარის“ გამოყენებით (Moilanen, 2006). თვისებრივი კვლევის მონაცემები შეგროვდა 30 რესპონდენტისაგან, ნახევრადსტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუს გამოყენებით, რომლის სადისკუსიო გეგმაც მიყვებოდა კვლევის თეორიული მოდელით განსაზღვრულ პრობლემური ქცევის ძირითად ფაქტორებს. ; The aim of the research is to identify and evaluate the culturally relevant psychosocial factors of adolescent problem behavior. The theoretical basis of the research are Social-Cognitive Learning Theory, A Dualistic ...
نوع الوثيقة: doctoral or postdoctoral thesis
اللغة: Georgian
العلاقة: https://openscience.ge/handle/1/3010Test
الإتاحة: https://openscience.ge/handle/1/3010Test
حقوق: open
رقم الانضمام: edsbas.BC83F6FA
قاعدة البيانات: BASE